უკეთესი საკვები.უკეთესი ჯანმრთელობა.უკეთესი პლანეტა.

მიიღე მონაწილეობა 30-დღიან გამოწვევაში.

აღმოაჩინე ახალი “მე”! მზად ხართ დაიწყოთ ტრანსფორმაციული მოგზაურობა, რომელიც არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას მოუტანს სარგებელს, არამედ მთელ დედამიწაზე მოახდენს დადებით გავლენას?

მაშინ გვსურს სიხარულით გაცნობოთ სიახლე — ეკოლუცია: ვეგანური გამოწვევა — საქართველოს პირველი მასშტაბური ინიციატივა, რომელიც გეპატიჟებათ 30-დღიან გასაოცარ გზაზე მცენარეული კვების უპირატესობების აღმოსაჩენად.

რატომ უნდა სცადოთ ვეგანობა?

როგორ მივიღო მონაწილეობა?

  • შეავსე მარტივი ფორმა.
  • შემოუერთდი სპეციალურ ფეისბუქის ჯგუფს (დააჭირე “ჯგუფში გაწევრიანება”).
  • ყოველ დღე, შენ მიიღებ რეცეპტებს, რჩევეს და უდიდეს შთაგონებას!

გაქვთ შეკითხვები?

რამდენ ხანს გაგრძელდება გამოწვევა ?

ეკოლუცია: ვეგანური გამოწვევა დაიწყება 1 იანვარს და გაგრძელდება 30 იანვრის ჩათვლით. მათთვის, ვისაც უფრო სიღრმისეული გამოცდილების მიღება სურს, ასევე გვაქვს 42-დღიანი მარათონი, რომელიც გაგრძელდება 11 თებერვლამდე. გახანგრძლივებული პროგრამა უზრუნველყოფს დამატებით რესურსებს და პერსონალური განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს. მოგზაურობის ბოლოს გამოწვევის მონაწილეებისთვის გაიცემა სიმბოლური მედალი და სერთიფიკატი — თქვენს მიერ განხორციელებული ცვლილებებისა და თავდადების აღსაღნიშნად.

რა არის მონაწილეობის ღირებულება?

მონაწილეობა სრულიად უფასოა! ერთადერთი, რასაც ვითხოვთ — თქვენი ენთუზიაზმი, ინფორმაციის გაცნობის სურვილი და მზადყოფნაა უფრო ეთიკური ცხოვრების სტილისაკენ. ეკოლუციის მიზანია ვეგანობის იდეის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის — ნებისმიერი სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. ჩვენ ვაცხადებთ, რომ კარგი საკვები უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი.

რას უნდა ველოდოთ?
  • ნუტრიციოლოგიური ცოდნა: შეიძინეთ ცოდნა აუცილებელი ცილებისა და მიკროელემენტების შესახებ; გაიგებთ როგორ დააკომპლექტოთ რაციონი, რომელიც კვებავს თქვენს სხეულს.
  • შემოქმედებითი კვების დაგეგმარება: აღმოაჩინეთ სტრატეგიები კვების მარტივად დაგეგმვისა და საჭმლის საყიდლების ეფექტურად ორგანიზებისთვის.
  • კულინარიული უნარები: მიიღეთ მონაწილეობა ინტერაქციულ სამზარეულო დემონსტრაციებში, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს უნარებს დაამზადოთ ცოცხალი და გემრიელი მცენარეული კერძები.
  • მენტორების მხარდაჭერა: დაუკავშირდით გამოცდილ მოხალისე მენტორებს, რომლებიც მზად არიან გაგიძღვნენ მცენარეული კვების გზაზე, უპასუხონ შეკითხვებსა და მოგცენ მოტივაცია.
  • ონლაინ რესურსები: მიიღეთ წვდომა რეცეპტების, სტატიებისა და ვიდეოების ნაკრებზე, რომელთა წყალობითაც გარდამავალი პროცესი გახდება უფრო მარტივი და სასიამოვნო.
  • თანამოაზრეების მხარდაჭერა: მონაწილეობა ფორუმებში, სადაც შეგიძლიათ გააზიაროთ წარმატებები, ითხოვოთ რჩევები და გაამხნევოთ ერთმანეთი გამოწვევის განმავლობაში.
რას გულისხმობს “ვეგანობა”?

გამოწვევის მიმდინარეობისას მონაწილეები შეეცდებიან იცხოვრონ ვეგანური ცხოვრების წესით, რაც მოიაზრებს: საკვები რაციონიდან ყოველგვარი ხორცის, რძის პროდუქტების, კვერცხის, თაფლის გამორიცხვას; უარის თქმას ცხოველთა ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ნებისმიერი პროდუქტის მოხმარებაზე. თუ გაინტერესებს რატომ არ არის ზემოაღნიშნული პროდუქტები ვეგანური და როგორ უნდა დავიცვათ მორალურ-ეთიკური მინიმუმი ყოველდღიურ ცხოვრებაში, გამოწვევის მიმდინარეობისას ამაზე დეტალურად გიპასუხებთ. მანამდე შეგიძლია ვიკიპედიას ესტუმრო ( https://en.wikipedia.org/wiki/Veganism ), ან ხელოვნურ ინტელექტს გაესაუბრო.

ჩვენს შესახებ

„ვეგან ჯორჯია“ არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაარსდა 2015 წელს. ჩვენ ვართ საქართველოში პირველი და ამჟამად ერთადერთი ოფიციალური ვეგანური ორგანიზაცია, რომლის მიზანია თითოეული ცხოველის უფლებათა დაცვა.

ჩვენი მიზანია თანაგრძნობისა და სამართლიანობის გაძლიერება საქართველოში და მის მიღმა — სოციალური, კულტურული და პოლიტიკური სივრცეების ფარგლებში, ადამიანის და არაადამიანი ცხოველების ურთიერთობის ალტერნატიული ხედვის დანერგვით.

ამ მიზნის მისაღწევად ვიყენებთ მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და მიდგომებს, რომლებიც მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს და ორიენტირებულია გრძელვადიან, მდგრად ცვლილებებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცხოველთა მიმართ ძალადობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც ინდივიდუალური ქმედებების გარდა, სისტემურ და კომპლექსურ რეაგირებას მოითხოვს.

„ვეგან ჯორჯიას“ მთავარი მისია ეფუძნება ცხოველთა უფლებების დაცვასა და მათი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა საყოველთაო თავისუფლებისა და სამართლიანობის იდეის, ვგმობთ ცხოველთა ჩაგვრის ყოველგვარ ფორმას და ვიბრძვით ცოცხალ არსებათა განთავისუფლებისთვის.

ამასთან, ჩვენ ვიაზრებთ მტკიცე კავშირს ცხოველთა თავისუფლებას, გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებს შორის. ჩვენ პოპულარიზებას ვუწევთ მცენარეულ კვებას როგორც ჯანმრთელობისთვის, პლანეტისათვის და მორალური ჰიგიენისთვის ყველაზე სასარგებლო არჩევანს.

ჩვენთვის ყოველი სიცოცხლე ფასეულია და თანაბარ პატივისცემას იმსახურებს, განურჩევლად მისი სახეობისა. სწორედ ამიტომ, ვქმნით სამყაროს, სადაც თანაგრძნობა და თანასწორობა იქნება ძირითადი ღირებულება სამართლიანი და ჰარმონიური მომავლის შესაქმნელად.