უკეთესი საკვებიუკეთესი ჯანმრთელობაუკეთესი პლანეტა

მიიღე მონაწილეობა 30-დღიან გამოწვევაში

აღმოაჩინე ახალი “მე”! მზად ხართ დაიწყოთ ტრანსფორმაციული მოგზაურობა, რომელიც არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას მოუტანს სარგებელს, არამედ მთელ დედამიწაზე მოახდენს დადებით გავლენას?

მაშინ გვსურს სიხარულით გაცნობოთ სიახლე — ეკოლუცია: ვეგანური გამოწვევა — საქართველოს პირველი მასშტაბური ინიციატივა, რომელიც გეპატიჟებათ 30-დღიან გასაოცარ გზაზე მცენარეული კვების უპირატესობების აღმოსაჩენად.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი ფორმა:

რატომ უნდა სცადოთ ვეგანობა?

როგორ მივიღო მონაწილეობა?

  • შეავსე მარტივი ფორმა.
  • შემოუერთდი სპეციალურ ფეისბუქის ჯგუფს (დააჭირე “ჯგუფში გაწევრიანება”).
  • ყოველ დღე, შენ მიიღებ რეცეპტებს, რჩევეს და უდიდეს შთაგონებას!

გაქვთ შეკითხვები?

რამდენ ხანს გაგრძელდება გამოწვევა ?

ეკოლუცია: ვეგანური გამოწვევა დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 2 მარტის ჩათვლით. მათთვის, ვისაც უფრო სიღრმისეული გამოცდილების მიღება სურს, ასევე გვაქვს 42-დღიანი მარათონი, რომელიც გაგრძელდება 14 მარტის. გახანგრძლივებული პროგრამა უზრუნველყოფს დამატებით რესურსებს და პერსონალური განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს. მოგზაურობის ბოლოს გამოწვევის მონაწილეებისთვის გაიცემა სიმბოლური მედალი და სერთიფიკატი — თქვენს მიერ განხორციელებული ცვლილებებისა და თავდადების აღსაღნიშნად.

რა არის მონაწილეობის ღირებულება?

მონაწილეობა სრულიად უფასოა! ერთადერთი, რასაც ვითხოვთ — თქვენი ენთუზიაზმი, ინფორმაციის გაცნობის სურვილი და მზადყოფნაა უფრო ეთიკური ცხოვრების სტილისაკენ. ეკოლუციის მიზანია ვეგანობის იდეის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის — ნებისმიერი სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. ჩვენ ვაცხადებთ, რომ კარგი საკვები უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი.

რას უნდა ველოდოთ?
  • ნუტრიციოლოგიური ცოდნა: შეიძინეთ ცოდნა აუცილებელი ცილებისა და მიკროელემენტების შესახებ; გაიგებთ როგორ დააკომპლექტოთ რაციონი, რომელიც კვებავს თქვენს სხეულს.
  • შემოქმედებითი კვების დაგეგმარება: აღმოაჩინეთ სტრატეგიები კვების მარტივად დაგეგმვისა და საჭმლის საყიდლების ეფექტურად ორგანიზებისთვის.
  • კულინარიული უნარები: მიიღეთ მონაწილეობა ინტერაქციულ სამზარეულო დემონსტრაციებში, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს უნარებს დაამზადოთ ცოცხალი და გემრიელი მცენარეული კერძები.
  • მენტორების მხარდაჭერა: დაუკავშირდით გამოცდილ მოხალისე მენტორებს, რომლებიც მზად არიან გაგიძღვნენ მცენარეული კვების გზაზე, უპასუხონ შეკითხვებსა და მოგცენ მოტივაცია.
  • ონლაინ რესურსები: მიიღეთ წვდომა რეცეპტების, სტატიებისა და ვიდეოების ნაკრებზე, რომელთა წყალობითაც გარდამავალი პროცესი გახდება უფრო მარტივი და სასიამოვნო.
  • თანამოაზრეების მხარდაჭერა: მონაწილეობა ფორუმებში, სადაც შეგიძლიათ გააზიაროთ წარმატებები, ითხოვოთ რჩევები და გაამხნევოთ ერთმანეთი გამოწვევის განმავლობაში.
რას გულისხმობს “ვეგანობა”?

გამოწვევის მიმდინარეობისას მონაწილეები შეეცდებიან იცხოვრონ ვეგანური ცხოვრების წესით, რაც მოიაზრებს: საკვები რაციონიდან ყოველგვარი ხორცის, რძის პროდუქტების, კვერცხის, თაფლის გამორიცხვას; უარის თქმას ცხოველთა ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ნებისმიერი პროდუქტის მოხმარებაზე. თუ გაინტერესებს რატომ არ არის ზემოაღნიშნული პროდუქტები ვეგანური და როგორ უნდა დავიცვათ მორალურ-ეთიკური მინიმუმი ყოველდღიურ ცხოვრებაში, გამოწვევის მიმდინარეობისას ამაზე დეტალურად გიპასუხებთ. მანამდე შეგიძლია ვიკიპედიას ესტუმრო ( https://en.wikipedia.org/wiki/Veganism ), ან ხელოვნურ ინტელექტს გაესაუბრო.

Our team